მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1601281523
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსის შეფასების შესახებ ახალი რეკომენდაცია მიიღო.

მისი თქმით, მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შეცვლილია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის - ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, ადამიანი დააინფიციროს, მინიმალურია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მე-12 დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, განმეორებითი ტესტირების ჩატარების გარეშე სოციალურ აქტივობას დაუბრუნდება და ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული ადამიანი.

„რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, აქ გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე - 10 დღე სიმპტომების პერიოდი, 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მზად პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ასეთი პაციენტი უკვე მე-14, მე-15 დღიდან, თუ სამი დღე სიმპტომებისგან თავისუფალია, ითვლება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკს აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.