მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე? - გინეკოლოგის განმარტება

სუროგაცია, ინვიტრო
1606916013
COVID-19

„ორსულის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე  ქალის ორგანიზმი ზოგადად ვირუსული დაავადებების მიმართ მიმღებია, ვინაიდან ორსულებში იმუნური სისტემა დაქვეითებულია“, - ამის შესახებ გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ორსულებში გაზრდილი მიმღებლობა ვირუსს არ ახასიათებს.

ამასთან, გინეკოლოგი ამბობს, რომ ორსულებში COVID 19-ის კლინიკური ნიშნები და ვირუსის გამოვლენა ისეთივეა, როგორც ზოგადად ნებისმიერ ადამიანში.

„ასე, რომ განსხვავება კლინიკური ნიშნების მხრივ არ არის. თუმცა, თუ გართულდა კორონავირუსი მძიმე პნევმონიით ორსულებში გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ორსულობის რომელ პერიოდშია საშიში კოვიდინფექცია ? - ექიმი ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი კვლევა თუ რომელ პერიოდშია უფრო საშიში.

„შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ტრიმესტრში მისთვის დამახასიათებელია სპონტანური აბორტი“, - აღნიშნა გინეკოლოგმა.

გადაეცემა თუ არა, კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე? - ექიმი გინეკოლოგი აცხადებს, რომ 9-დან 6 შემთხვევაში, დედიდან მუცლად ყოფნის პერიოდში არ იქნა დადასტურებული ნაყოფის ინფიცირება.

„ექიმები ვსაუბრობთ მტკიცებით მედიცინაზე და დაფუძნებულ კვლევებზე. კვლევა, რომელიც ევროპის წამყვან კლინიკებში ჩატარდა აღნიშნავს, რომ 9-დან 6 შემთხვევაში, დედიდან მუცლად ყოფნის პერიოდში არ იქნა დადასტურებული ნაყოფის ინფიცირება. შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა ეს დაკავშირებული იყო მშობიარობის შემდეგ, დედისგან წვეთოვანი გზით გადაცემის გამო. ამ კვლევის დროს, როდესაც შემოწმდა ნაყოფის ჭიპლარის სისხლი, ასევე ახალშობილის ცხვირ-ხახის ნაცხი და სანაყოფო სითხე, მასში ვირუსი არ იქნა აღმოჩენილი“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პაატა ჟორჟოლიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

კულუმბეგოვი: უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა

ტიკარაძე: 19 წლის თეკლას გარდაცვალებაზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა