მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადაწყვეტილება მიღებულია - $5 ტრლნ მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად

5 ტრილიონი ეკონომიკისთვის
1585301134
COVID-19

ღრმა რეცესიის თავიდან აცილების მიზნით, G20-ის წევრი ქვეყნების ლიდერები, ვირტუალურ სამიტზე, გლობალური ეკონომიკის $5 ტრლნ-იან სტიმულირებაზე შეთანხმდენენ.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ჩვენ ერთობლივი ფრონტით ვიბრძვით და ამ მიზნის მისაღწევად მოვახდენთ $5 ტრლნ-იან ინექციას“, - გაკეთდა ერთობლივი განცხადება სამიტზე. 2008-2009 წლი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებაში ქვეყნები პირველად იყვნენ ასეთი ერთსულოვნები.

ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში, ამჟამინდელის მსგავსად შეზღუდვები საერთაშორისო ვაჭრობაზე და ზოგადად, ტვირთებზე არ უნდა გავრცელდეს.

საუდის არაბეთმა, რომელიც ფორმალური მასპინძლის ფუნქციას ითავსებდა, დანარჩენი ქვეყნების დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა.

Moody’s-ის პროგნოზით მიმდინარე წელს G20-ის წევრი სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 0.5%-ით შემცირდეს, მათ შორის აშშ-ის 2%-ით, ხოლო ევროზონის 2.2%-ით.

G20 ოც სახელმწიფოს: აშშ-ს, მექსიკას, ბრაზილიას, არგენტინას, კანადას, ჩინეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, საუდის არაბეთს, კორეას, იაპონიაა, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, რუსეთს, თურქეთს, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიას აერთიანებს. მასზე მოდის გლობალური მშპ-ს 90% და საერთაშორისო ვაჭრობის 80%-ზე მეტი. G20-ის ქვეყნებზე მოდის ასევე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა 80%-ზე მეტიც. ინფიცირების რაოდენობის მიხედვით პირველი 10 სახელმწიფოდან მხოლოდ 2: ირანი და შვეიცარია არ შედის G20-ის ქვეყანათა ჩამონათვალში.

მოსალოდენელ რეცესიას დღეს სულ უფრო ხშირად ადარებენ 2008-2009 წლების კრიზისს. მაშინ 2009 წელს გლობალური ეკონომიკა $3.3 ტრლნ-ით შემცირდა, მაშინ როცა წინა წელს $5.6 ტრლნ-ით გაიზარდა.