მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო სახელმწიფოებს პატიმრების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდებს

პატიმრების ხელები ციხის საკნიდან
1585213852
COVID-19

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს შეამცირონ პატიმრების რაოდენობა, რადგან ასეთ ვითარებაში შეუძლებელია სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის პრინციპი იყოს დაცული.

გაეროს უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩლეტის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა მონახონ იმ პატიმრების გათავისუფლების საშუალება, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველები არიან, საუბარია ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე. მისი თქმით, აუცილებელია ამ პირობებში სახელმწიფოებმა განიხილონ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაც.

ამერიკის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყეს გარკვეული ზომების მიღება ამ მიზნით. ზოგიერთ ციხეში აიკრძალა პატიმრების მონახულება, ხოლო ახალ მსჯავრდებულებს კორონავირუსის ინფექციაზე ტესტს უტარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლების საკითხი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ-ტეიპ ერდოღანის დღის წესრიგშიც შევიდა. მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თურქეთი 100 000 პატიმრის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 21 315-ს შეადგენს.