მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი პირველი თებერვლიდან ? - ტიკარაძის განმარტება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იკრძალება
1610526718
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იანვრის ბოლოს საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს.  

ტიკარაძის თქმით, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით მეტი სიცხადე იქნება.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები.

„ამ ეტაპზე ბიზნესთან ვმუშაობთ, ვინაიდან საკმაოდ კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის ის საახალწლო გახსნა, რომელიც გვქონდა. ამ პერიოდში ვაკვირდებოდით თუ რამდენად ეფექტური ვიყავით.

შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი.

ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება. პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნას სავაჭრო ქსელები და მოლები. ამის შემდეგ საუბარი გვექნება ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და შემდგომ რომელი სფერო იქნება გახსნილი ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება მეტად უფრო ეფექტური.

ეს შეეხება ბაზრებსაც“, - აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი

✔️ „ქვეყანაში ინფექციის მკვეთრი ზრდა არ არის“ - ტიკარაძე

✔️ 1618 ინფიცირება, 403 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში