მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: 21:00 საათიდან 6:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი

კომენდანტის საათი საქართველოში
1585574871
COVID-19

"21:00 საათიდან 6:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი.

"21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებსა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 6:00 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი."- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე.

ამავე თემაზე:

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობაზე პრეზიდენტის დეკრეტი დაამტკიცა