მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია კორონავირუსზე: ყველანაირი პროგნოზი პირობითია

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი
1586425200
COVID-19

"ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ. ეპიდემიოლოგები ჯერ ზუსტად ვერ აფასებენ, მაგრამ პიკს ველოდებით აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისისკენ. ყველას კარგად უნდა გვსემოდეს, რომ ეს ისეთი გამოწვევაა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგზონი პირობითია. ზუსტი პროგნოზის საშუალება ჯერ არ გვაქვს. ამისთვის ემპირიული მასალა ჯერ საკმარისი არ არის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია ყველა სახელმწიფო უწყებისთვის სერიოზული გამოწვევაა და მთავრობა ეპიდვითარების შესაბამისად მოქმედებს.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივება მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული და გამორიცხული ამ კუთხით არაფერია.