მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: პირველი ტალღის დროს ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2020
1603099460
COVID-19

„პირველი ტალღის დროს მიღებული შეზღუდვები და დაწესებული ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„პანიკის დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ თავის ქვეყანას დამართოს, თან სრულად უსაფუძვლო პანიკის.

ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო. იმიტომ რომ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე. ეს იყო კოვიდთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა. ამ ბრძოლას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში, პირველი ტალღის დროს საქართველოში სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოქდაუნი გამოვაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მაშინ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში.

ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი იყო. არანაირი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად ვირუსთან დაკავშირებით არ გვქონდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

დღეს როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც ამცირებს 90%-ით დაინფიცირებას, რა თქმა უნდა არ გამოვაცხადებთ ლოქდაუნს“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.