მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: თავი დავიზღვიეთ და კორონავირუსზე გავიტესტეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციოზე
1603099554
COVID-19

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში არ გადადის.

პრემიერი რამდენიმე დღის წინ იმ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც კოვიდინფიცირებული ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც იმყოფებოდა.

როგორც გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ის წესებს ყოველთვის იცავს და პირბადეს ატარებს.

„სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახის შეხვედრა, პირბადეს ვატარებ ყოველთვის.

ყველაზე მეტს ჩვენ ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება ჩვენ ინფიცირების გადაცემის ყველაზე მეტ რისკს წარმოვადგენთ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი და გავიტესტეთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 არჩევნებზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ არსებობს

👉 პირველი ტალღის დროს ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

👉 კორონავირუსის გამო ქვეყანა არ ჩაიკეტება - გახარია