მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ვირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

covid-19
1585576708
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ამ დროის მონაცემებით კორონავირუსის 3 შიდა გადაცემაა დაფიქსირებული. მან აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ფაქტნი ნიშნავს იმას, რომ აქამდე სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, რატ არ მომხდარიყო ვირუსის მასშტაბური გავრცელება.

"აქამდე სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, მათ შორის კარანტინის ზომებით. ჩვენ ამ ინფიცირების კონტროლს გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი, რომელიც ეხება შიდა გადაცემას ესაა დიდი საფრთხის შემცველი.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონტროლი ვერ მოხერხდება,"- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 100 დადებითი შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.