მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს

NCDC-ის დირექტორი
1603700036
COVID-19

ამ ეტაპზე ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე მკაცრი რეკომენდაციაა გაცემული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი, არ გამორიცხავს, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო გახდეს.

„პირბადის 95%-იანი ტარება თუ გვექნება, დარწმუნებული იყავით, რომ ინფიცირების შემთხვევებს სერიოზულად შევამცირებთ. მაგრამ, შოლტი არაფერს იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე.

მსიამოვნებს, ვუყურებ ხალხს, პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვჭირდება. 60%-დან 95%-მდე რომ ავიდეთ, ნახავთ, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევების რიცხვს სერიოზულად შევამცირებთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული 500 ლარით.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობაა 30 303, აქედან 11 370 პაციენტი განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა