მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვები შესაძლოა ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო

გამყრელიძე ამირან
1606306205
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, რომ არა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ვითარებაში შეზღუდვები აუცილებლად დასაწესებელია.

„ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შეზღუდვები უფრო ადრე დაწესდებოდა, ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ქვეყანა წავიდა ამ გზით. უკეთესი იქნებოდა არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო. ეს შეზღუდვები შეიძლება დაწესებულიყო ნოემბრის დასაწყისში და ალბათ მეტ ეფექტს მივიღებდით. ვიმეორებ, ახლა აუცილებლად დასაწესებელია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მას გამყრელიძემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინდიკატორი უწოდა.

„სამწუხაროდ, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, სიკვდილიანობა ბევრად მაღალია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 1085 შემთხვევა დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 მთავრობა 26 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს

🔴 საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიმდინარეობს