დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობას სიმპტომიანი პაციენტები და მათი კონტაქტები შეადგენს.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა პირმა ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში 112-ს უნდა მიმართოს და ექიმს დაუკავშირდეს.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 3000-მდე ოჯახის ექიმია.
„ყველაზე დიდი ჯგუფი ამ დადასტურებული შემთხვევების გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტები. აქ არის 2 მთავარი ჯგუფი. ამიტომ ვუსვამ ხაზს. ამ პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიმპტომს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვასახელებთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება იყოს ყნოსვისა და გემოს დაკარგა, ამ სიმპტომების პირველივე გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს 112-ით.
გასაგებია ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი. დღეს 2000-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია ქვეყანაში. თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. ძირითადად ვინც ბინებში არიან სასურველია, რომ ყოველდღიური კონტაქტში იყოს ექიმთან.
მოგეხსენებათ 80-85% კოვიდინფიცირებულებში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, მაგრამ PCR დადასტურებული. ისინი არიან გადამდები, თუმცა ნაკლები გადამდები ვიდრე სიმპტომიანი პაციენტები. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმებთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გამყრელიძე: ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა - ცეცხლს ვეთამაშებით!
გახარია: პირველი ტალღის დროს ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო
ტიკარაძე: ექიმებს საზოგადოების მხრიდან მეტი თანადგომა და გაგება ესაჭიროებათ
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.
ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.
რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება.
ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.