მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1593510043
COVID-19

„ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლებია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღემდე ჩატარებულია 11 ათასი „პისიარ“ ტესტი.

„26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 928 კოვიდშემთხვევა. დღეს დილით იყო 2 ახალი შემთხვევა, 1 აქედან ინფიცირებულთან კონტაქტირებულია და მეორე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ტრაილერების მძღოლები გახლვთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. „პისიარ“ ტექნოლოგიით დღემდე დადასტურებულია 30-მდე სატვირთო მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. დღემდე ჩატარებულია 11 ათასი „პისიარ“ ტესტი, ამას ემატება კიდევ 50 ათასამდე სწრაფი ტესტი როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულზე დამყარებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 928-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 794. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.