მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: Covid-19-ის ტალღის ხელმეორედ შემობრუნების ტენდენციები გაჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1595836422
COVID-19

„ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ისევ და ისევ დაძაბული რჩება. მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ხელმეორედ ვირუსის შემობრუნების ტალღის ტენდენციები გაჩნდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კოვიდვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა სულ უფრო და უფრო მცირდება. გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 7 დან 4%-ზეა ჩამოსული.

„16 ნახევრ მლნ-ს გადააჭარბა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ. პოზიტიური გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობა სულ უფრო მცირდება. 7 დან 4%-ზეა ჩამოსული. ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. 62%-მდე ავიდა. ჩვენთან რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ჩვენს ირგვლივ ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში შემთხვევათა სერიოზული რაოდენობაა, იზრდება როგორც სომხეთში, აზერბაიჯანში, ისე რუსეთის ფედერაციაში. ასევე შედარებით ნაკლები ინტენსივობით თურქეთში. სერიოზულად დაიძაბა სიტუაციაა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყაზახეთსა და ყირგიზეთში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლი კვლავ მზარდია. ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 16 მლნ-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 10 მლნ პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 652 349 პირი.

კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.