მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიკალური შეზღუდვების მომხრე ვართ

NCDC-ის დირექტორი 2020
1608547648
COVID-19

„შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა კიდევ გაგრძელდება.

„გარკვეული მონახაზები არის, რაზეც მთავრობამ თავის დროზე განაცხადა 24 დეკემბერთან დაკავშირებით და მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება.

შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს და ამიტომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფრო რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 26 ნოემბრიდან დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.

შეზღუდვების და მათი მოხსნა/დაწესების წინასწარი გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ზაზა წერეთელი Covid 19-ის ახალ შტამზე: ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე

👉 ვინ შეიძლება იყოს კორონავირუსის რეინფიცირების კანდიდატი? - ცერცვაძის განმარტება