მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია, თუმცა კოვიდის დამარცხების ილუზია არ შევიქმნათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1588951680
COVID-19

"ექიმები ყოველთვის ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, მე ასე მასწავლიდნენ - ექიმი თუ ოპტიმისტი არ არის, ვერ დაძლევს პაციენტთან დაავადებას, ვერ დაამარცხებს, ამიტომ, ჩვენ ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თუმცა ზომიერად", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის დამარცხების ილუზია შევიქმნათ - სიფრთხილე ისევ საჭიროა.

რა იძლევა დამშვიდების საფუძველს?- გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფექციის ახალი დადასტურების შემთხვევებს აჭარბებს, დაიხურა ქობულეთის კლასტერი, მარნეულში ერთ დღეში გამოკვლეული 670 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

"როცა გაანალიზდა სამი თვის ზოგადი სიკვდილიაობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ჭარბსიკვდილიანობა, როგორც იტალიაშია, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში არ გვაქვს. ეს ოპტიმიზმის ოდავ მეტ საფუძველს გვაძლევს.

რაღაც ინდიკატორები არის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავთამამდეთ, ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

მისი თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა არ შეიძლება.

"ეს უნდა მოხდეს თანდათანობით", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.