მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: დამტკიცდა, რომ კორონავირუსი სასუნთქი გზების გარდა სხვა ორგანოებსაც აზიანებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1594223265
COVID-19

„გამოჩნდა კვლევები, რომელთა მიხედვითაც კორონავირუსი არა მარტო სასუნთი გზების სისტემას, არამედ სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს“, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი იმაზე უფრო სერიოზული ინფექცია აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები თავიდან მოელოდნენ.

„ის აზიანებს სისღლძარღვებს, ტვინს, იგივე გულის კუნთის ქსოვილს და ასე შემდეგ. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ჩვენთან ასეთი მნიშვნელოვანი გართულებები არ ყოფილა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.