მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1593965992
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„სასურველი და აუცილებელია, ​ეპიდსიტუაციის ასეთი მდუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ. ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ. თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაგვიუარესდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 951 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 828 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, 24 საათში დაფიქსირებული 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია. აქედან, 3 ტრაილერის მძღოლია, ასევე ერთი შემოტანილია სარფის საზღვრიდან, ერთი კი, სამედიცინო პერსონალია.