მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ეს არ არის „ლოკდაუნი“, ამას გამკაცრებულ ღონისძიებებს დავარქმევდი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1606412144
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს 26 ნოემბერს შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ლოკდაუნი“ არ არის და ის უფრო გამკაცრებული ღონისძიებაა. 

როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა და მედიკამენტი არ არსებობს, რჩება მხოლოდ რამდენიმე მიმართულება.

„ეს არ არის „ლოკდაუნი“ და არ არის ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“. არ არის ისეთი, რაც ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა. დღეს მე ამას დავარქმევდი გამკაცრებულ შემზღუდველ ღონისძიებებს. ჩვენ არ გვაქვს ყველაზე ძლიერი სამოქმედო მექანიზმები, არ არის პირდაპირი მოქმედების წამალი, რაც კორონავირუსზე იმოქმედებს, არ არის ვაქცინა. მხოლოდ და მხოლოდ არსებობს რამდენიმე მიმართულება პანდემიის თუ ეპიდემიის მართვის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუ რას მისცემს შემზღუდველი ღონისძიებები ქვეყანას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირების ზრდის სისწრაფეს შეაჩერეს.

„ვიმედოვნებთ იმას, რომ ინფიცირების სისწრაფე მაჩვენებელი, რაც გვაქვს ბოლო 2 თვის განმავლობაში, უნდა შეჩერდეს. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიება თავის პირველ ეფექტს გაძლევს ორი კვირის შემდეგ. შემდგომ ეს ეფექტი უნდა განმტკიცდეს. ეს არის ზოგადი მოცემულობა და გამოცდილება. საკოორდინაციო საბჭოზე შესაბამის სტრუქტურებს მიეცათ დავალება მეტად მოხდეს პირბადეების ტარებაზე კონტროლი“, - აცხადებს გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

🔴 ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

🔴 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით

🔴 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან