მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ინფექცია კონტროლირებადია, თუმცა მან შეიძლება იფეთქოს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1594649443
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელება ამ ეტაპზე კონტროლირებადია, თუმცა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მან ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქოს.

„კორონავირუსი არსად არ გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის. დღეს 9 შემთხვევა გვქონდა, გუშინ იყო 5. ერთეული შემთხვევები არის. ღვთის წყალობით და იმით, რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, ყოველწუთს შეიძლება იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური, ეს პირველ რიგში, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. გთხოვთ ყველას - პირბადე იქნება, სოციალური დისტანცია, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ადამიანების თავშეყრა და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დავიცვათ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აქვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განმარტა, კორონავირუსი საშიშია იმის გამოც, რომ მას ხშირად გამოხატული ჩვენებები არ აქვს.

„თუ წესებს არ დავიცავთ, რამდენიმე დღე დასჭირდება იმას, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასობით შემთხვევას მიაღწიოს. არ არის ეს ძნელი შესასრულებელი რეკომენდაციები. ძალიან დიდი თხოვნაა, რომ დავიცვთ ეს წესები“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.