მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: გრიპზე თუ აცრილი ხართ, ორი ინფექციის ზედდება აღარ გვექნება

გამყრელიძე ამირან
1604917722
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გრიპზე აიცრან.

გამყრელიძე განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს მიმართავს.

„გრიპზე აცრილები და ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაზაფხულზე ნაკლებად დასნებოვდნენ კოვიდით.

ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, ბევრი შეხედულებაა ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ გრიპზე აცრა პირდაპირ არ იცავს, მაგრამ ის იცავს გრიპისგან. თუ გრიპზე აცრილი ხართ, მაშინ დეკემბერში, იანვრის ბოლოს აღარ გვექნება ზედდება ამ ორი ინფექციის“, - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2470 გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თბილისში კორონავირუსის 1033 ახალი შემთხვევა დადასტურდა

🔴 2927 ინფიცირება, 2470 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში