მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: გთხოვთ, ბედნიერება მოკრძალებულად აღვნიშნოთ

გამყრელიძე ამირან
1600254067
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურ იარაღად პირბადის გამოყენება და საციალური დისტანცირების დაცვა რჩება.

ამირან გამყრელიძე მოსახლოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პანდემიის პირობებში თავი შეიკავონ მასობრივ თავყრილობებში მონაწილეობისგან.

„ყველას ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არც ვაქცინაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი. ერთადერთი იარაღი არის პირბადე. ამ პერიოდში როდესაც პანდემიაა, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. ღმერთმა ქნას ბევრი ქორწილი და ბევრი ბავშვი დაიბადოს საქართველოში, მაგრამ სანამ კორონავირუსული ინფექციაა ამ დიდი თავშეყრებისგან თავი შევიკავოთ. ჩვენი ბედნიერება მოკრძალებულად აღვნიშნოთ.

დამერწმუნეთ დიდი თავშეყრები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ვირუსის გავრცელების. ძალიან ბევრი კლასტერები დაკავშირებული იყო უკონტროლო თავშეყრასთან. ბოლო თვეების განმავლობაში საშუალოდ ტარდება 8200-8300 ტესტი, დღეს დილას 11 ათასი იყო. ეს პიკი გახლავთ ჯერჯერობით. საქართველო თავისი ინციდენტობის მაჩვენებლით მწვანე ზონაშია ჯერჯერობით, ამიტომ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ უსაფრთხო ზონის პრინციპი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს 16 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 144 აჭარაში დადასტურდა.