მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: იყოს ქორწილები, ბევრი ბავშვიც დაიბადოს, მაგრამ თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ

NCDC-ის დირექტორი
1599479996
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, დიდი თავყრილობებისგან თავი შეიკავონ.

მან ბათუმის 350 კაციანი ქორწილის შემთხვევა გაიხსენა, სადაც 6 ინფიცირდა.

„გურიაში გვაქვს კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა, რომლებიც ბათუმში დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. იყოს ქვეყანაში ბევრი ქორწილი, რა ჯობია ამას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პირობებში დიდი თავყრილობებისგან თავი შეიკავო. რა თქმა უნდა ქორწილი უნდა აღნიშნონ, მაგრამ არა 400 კაციანი“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აგვისტო-სექტემბერში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 156 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 40 ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 30 გამოვლინდა ქობულეთში, 1 კი, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.

„დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერილი აჭარის რეგიონია“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.