მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით საქართველო მწვანე ზონაში რჩება

NCDC-ის დირექტორი 2020
1600080480
COVID-19

„ქვეყნისთვის კვლავ ცხელი წერტილია აჭარა, ბათუმში დღეს 109 შემთხვევა დაფიქსირდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ვირუსით გამოწვეული ლეტალობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია.

„ლეტალობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ბოლო 2 კვირის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით დღეს გვაქვს 1,74 ასი ათასს მოსახლეზე. ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით მწვანე ზონაში ვრჩებით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ზრდა გვაქვს და ეს ზრდა ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ.

ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, 4 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8259. გუშინ ღამე დავამთავრეთ სეროპრევალენტობის კვლევა 2 მუნიციპალიტეტში. სეროპრევალენტობა ნიშნავს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირებას. ეს მუნიციპალიტეტებია ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1222 ნიმუში იქნა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აღებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 14 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.