მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ უკვე კორონავირუსი დავამარცხეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1588001005
COVID-19

"ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ კორონავირუსული ინფექცია უკვე დავამარცხეთ და ჩვეულებრივი ცხოვრების რითმში გადავიდეთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ კოვიდინფექციასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

"არა ბატონებო. კარგი ტერმინი დამკვიდრდა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. 6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი 2-2 კვირიანი ინტერვალით. ერთ-ერთ ეტაპზე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა ვინც უკვე გადავიდა შემსუბუქებით ღონისძიებებზე. ყველა ის რეკომენდაცია რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და მთავრობა. ყველაზე მთავრი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა, ადამიანების არ შეჯგუფება, დიდი თავყრილობების არ გამართვა და ასე შემდეგ", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავ იარაღად სოციალური დისტანცირება რჩება.