მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევები 2-4 კვირის განმავლობაში ვერ შემცირდება

NCDC-ის ხელმძღვანელი
1603268191
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, უარესდება.

„ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი ე.წ. მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში.

ჩვენ გვაქვს შემთხვევების ინტენსიური ზრდა ბოლო 3 კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინფიცირების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე ჯერ საკმაოდ დაბლაა ევროპულ რუკაზე, ეს არის ძირითადად იმის ხარჯზე, რაც ჩვენ სექტემბრის 15-მდე გვქონდა, მეორე ტალღაში შევედით და შემთხვევების ზრდა იქნება.

ამ შემთხვევების შემცირება უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება. ყველანაირად ვცდილობთ, ყველა ახალი შემთხვევა შესაბამისად იყოს მართული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 9 003 გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 172.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 როგორ ხდება ბინაზე და სასტუმროებში კოვიდინფიცირბელების მკურნალობა

👉 კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

👉 ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ არის