მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: მეზობელ ქვეყნებში ვირუსის მზარდი მაჩვენებლია, სიფრთხილით უნდა ვიყოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1590831315
COVID-19

"ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს", - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირების ახალშემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობას უკავშირდება

"რუსეთი მესამე ადგილზეა თავისი გავრცელებლის მაჩვენებლით, ასევე მზარდია მაჩვენებლები სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, თუმცა თურქეთში შეინიშნება ზრდის ტემპის შენელება, თუმცა აბსოლუტურ რაოდენობაში ყოველდღიური მატება არის, მაგრამ ნაკლები ვიდრე იყო. ასევე ზრდა არის უკრაინაში, ბელარუსსა და მთელ რიგ ქვეყნებში ვისთანაც ტრადიციული კავშირები გვაქვს. ამიტომ მეტი სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ის, რომ საზღვრები კარგად დაცულია საქართველოს მხრიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა, რომ ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი, სწორედ გამოვლინდა საკარანტინო სივრცეებიდან და უმრავლესობა ამ ადამიანების შემოსული იყო მეზობელი ქვეყნებიდან", - აღნიშნა გამყრელიძემ.