მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: მკაცრი შეზღუდვები კიდევ დაწესდება

გამყრელიძე ამირან
1605526661
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ მომავალი 2 კვირის განმავლობაში ეს იქნება, ამიტომ მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც ვიმსჯელეთ საკოორდინაციო საბჭოზე, დამატებითი კონსულაციები გაიმართება და მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ იქნება“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ლოქდაუნი“ ანუ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

„განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები და მნიშვნელოვანია მათი აღსრულება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

📌 ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 65 291 პაციენტი განიკურნა, 733 კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რა შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე?

👉 პორტალი, რომლითაც ოჯახის ექიმის დაუკავშირდებით