COVID-19

გამყრელიძე: მხოლოდ 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, 80%-ზე მეტი მსუბუქად მიმდინარეა

გამყრელიძე ამირან
22:38 15.09
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის მზარდი რაოდენობის დაფიქსირების მიუხედავად, რატომ აღარ წესდება მკაცრი რეგულაციები.

„ლოქდაუნები“ ძირითადად იყო გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც არ ვიცოდით, რა იყო ეს ინფექცია. მაშინ ეს ვირუსი უფრო აგრესიული იყო. გაზაფხულზე სიკვდილიანობა გლობალურად 7% იყო. მთელ რიგ ქვეყნებში ეს გახლდათ 10%, 15%, 19%. იმ დროს ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო და ბრძოლის ერთადერთი იარაღი გახლდათ ლოქდაუნის ტიპის ღონისძიებები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა, გლობალურად სიკვდილიანობის პროცენტი 7-დან 3.2-ზე ჩამოვიდა.

„საერთო შემთხვევებში მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც გაიზარდა. კრიტიკული პაციენტი მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ 3 კრიტიკული პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 80%-ზე მეტი კი, მსუბუქად მიმდინარეა.

„მძიმე ავადმყოფების რიცხვიც დიდი არ არის. შესაბამისად, დღეს კორონავირუსის ქცევა და მისი მართვა ცოტა სხვანაირია.

თუ ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა პრინციპი - დარჩი სახლში, დღეს პრინციპია - ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრ...
6 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების...
19 წუთის წინ
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრ...
19 წუთის წინ
აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავებული „ბოევიკების“ გ...
20 წუთის წინ
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი ს...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3...
24 წუთის წინ
44 წუთის წინ
800-მდე კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალ...
ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მო...
54 წუთის წინ
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობის...
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოც...
58 წუთის წინ
ემანუელ მაკრონსა და ილჰამ ალიევს შორის ს...
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შ...