მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ნოემბრის მეორე ნახევარი მძიმე იქნება

NCDC-ის ხელმძღვანელი
1604746151
COVID-19

„ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაემატება, მათ შორის გამოჩნდება გრიპის ვირუსი და იქნება ზედდება.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ.

„გუშინ გამოჩნდა საინტერესო სტატია scientificamerican-ში, რომელსაც მრავალმხრივი დისკუსია მოჰყვა. გასული წლის გრიპის სეზონი გაანალიზდა და თითქოს გრიპის სეზონზე აცრილებში კოვიდი ნაკლებად ვითარდებოდა, მაგრამ იქვეა მეორე მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს არა აცრის დამსახურება, არამედ იმის, რომ გრიპის სეზონზე ჩვენ ვიცავთ იგივე პრევენციულ ღონისძიებებს, როგორიცაა პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, განიავება და ა.შ - ესენი მოქმედებს პრევენციულად“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება

🔴 დიდ ქალაქებში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობას შეამცირებენ