მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: პიკში შევედით - არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება

NCDC-ის დირექტორი
1606211968
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შედარებით მცირე ახალი შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. 

მისი თქმით, შედარებით დაბალი მაჩვენებელი იმიტომ დაფიქსირდა, რომ დასვენების დღეების გამო ნაკლები ტესტირება ჩატარდა.

„3 128 ახალი შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის შესაბამისობაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცდით 4 000 ახალ შემთხვევას, შევედით პიკში. უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირებების რაოდენობა შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მცირდება.

გუშინ და გუშინწინ ტესტირებების რაოდენობა იყო 7000-დან 8000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. გთხოვთ, 3128 ახალი შემთხვევა ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით მატება არის და კიდევ გაგრძელდება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზრდება, შესაბამისად აუცილებელია შეზღუდვების გაფართოება და არსებულის აღსრულების გამკაცრება.

„პიკში შევედით, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში. თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. უნდა გავამკაცროთ არსებული რეგულაციების აღსრულება, დავამატოთ და გავაფართოოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ახალი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელეს, რაც 2 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔷 ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვაქცინისთვის საჭირო სამაცივრე აღჭურვილობა მივიღოთ

🔷 „როცა ვნახეთ რა შედეგი მოჰყვებოდა აქციებს, დროულად მოვახერხეთ საწოლფონდის მობილიზება“

🔷 ცქიტიშვილი: სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული