მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: პირბადე კორონავირუსის გადადებას 95%-ით ამცირებს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1591001855
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებამ მობილობა სერიოზულად გაზარდა. შესაბამისად, აუცილებელია პირბადის გამოყენება.

მისი განმარტებით, როდესაც ერთ სივრცეში კორონავირუსით ინფიცირებული და ჯანმრთელი ადამიანი მოხვდება, თუ ორივეს პირბადე უკეთია, ინფექციის გადადების ალბათობა 95%-ით მცირდება. ხოლო, თუ პირბადე მხოლოდ ერთს უკეთია, მაშინ, ეს ალბათობა 50%-მდე დაიწევს.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშეყრის ადგილებში პირბადე აუცილებლად გამოიყენონ.

"მესმის, რთულია სიცხეში პირბადის გამოყენება. მე გუშინ გავისერინე ქუჩაში, პარკებში და ვნახე, რომ სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას, არც პირბადეს გამოიყენებს. ჩვენ ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოიყენო, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით, 5, 6, 10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში, აუცილებელია პირბადის ხმარება, რადგან ინფექცია ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება არ მოხსნილა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.