მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: რეალურად, ყოველდღიურად კოვიდინფიცირების 10 000-მდე შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1606413813
COVID-19

„დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3-დან 4000-მდე ყოველდღიური დადასტურებული კოვიდშემთხვევა, სინამდვილეში ეს შემთხვევები სამჯერ მეტია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია.

„დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-დან 4000-მდე ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევა, ეს არის ყველა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. სინამდვილეში ეს შემთხვევები არის 3-ჯერ მეტი. დღეს თუ მსოფლიოში 60 მილიონი ინფიცირებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა 60 მლნ-ია. ეს არის დადასტურებული შემთხვევა.

ჩემი გათვლებით, რეალურად გვაქვს 8-დან 10 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ერთია რასაც სისტემა იჭერს და არეგისტრირებს. ინფექციებს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად მომყავს დიაბეტი. 110 000 ადამიანია რეგისტირირებული, მაგრამ საერთაშორისო შეფასებითი მაჩვენებლით, ბევრად უფრო მეტია. იგივეა, როცა ვლაპარაკობთ ჰიპერტენზიაზე და სხვა დაავადებებზე. დიახ, ეს არაფერი დასამალი არ არის, უნდა იყოს ამდენი, რომელთა უმრავლესობა არის ასიმპტომური ან მსუბუქი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამყრელიძე: ეს არ არის „ლოკდაუნი“, ამას გამკაცრებულ ღონისძიებებს დავარქმევდი

👉 ტიკარაძე: ორ კვირაში 35-დან 45%-მდე ველით ინფექციის გავრცელების შემცირებას

👉 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან