COVID-19

გამყრელიძე: საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ოაზისად აღიარეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
13:03 24.06
დაკოპირებულია

„ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გიორგი გახარია გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს და როლს დღევანდელ პანდემიაში, თუ რას აკეთებს ცენტრი და იქ მომუშავე ადამიანები ამ მულტისექტორულ პასუხში, რასაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ახორციელებს.

„გავიარეთ მრავალი საკითხი, რაზეც ლუგარის ცენტრი მუშაობს - გენომის ცენტრი, პოლიომელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზი, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
43 წუთის წინ
ამერიკის შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციამ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის კაცი და...
24 წუთის წინ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში სა...
39 წუთის წინ
კორონავირუსი მსოფლიოს 215 სახელმწიფოსა და დამოკიდებულ ტერიტორიაზეა გავრცელებული, მათგან 191-ში, მინი...
53 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემები...
11:00
კორონავირუსს მოწევა ართულებს Who: მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულ...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე არა...
10:59
ვაშაძე: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ვერ...
ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ექს პრე...
ვანში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარ...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. PIA...
22:01 13.08
აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გა...
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამირ...