მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1591868657
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ტემპერატურა, 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გართულება და სხვა რესპირაციული სიმპტომი, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს, დარეკონ 112-ში, ან პირდაპირ მივიდნენ ცხელების ცენტრში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.

"ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში. ის სად, როდის იჩენს თავს განსაკუთრებით ამ შემსუბუქებს პერიოდში, არავინ იცის.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, იქ, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, ყველა თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი ნაცნობი.

ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს და მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანების კოვიდზე გამოკვლევა ლაბორატორიულად "პისიარ" ტექნოლოგიებით. თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ცხელების კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ "პისიარ" ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი , დარჩეთ, თუ რა თქმა უნდა სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა, თუ უარყოფითი იქნება ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაყვანილი იქნება კოვიდის კლინიკაში , ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული. სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეილება კოვიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ეჭვი უნდა მივიტანოთ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 18 ლაბორატორიაში ტარდება კორონავირუსზე ტესტი.