მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: სიტუაცია გლობალურად კიდევ უფრო უარესდება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1585991384
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გლობალურად კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

გამყრელის თქმით, ჩინეთში კოვიდინფექციის შემთხვევებმა საგრძნობდა იკლო, თუმცა გლობალურად სიტუაცია უფრო დაიძაბა და გაუარესდა.

"გლობალურად სიტუაცია კვლავ უფრო იძაბება და უარესდება. ჩინეთში სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება, ჩინეთმა გავრცელების მიხედვით უკვე გადაიწია მე-6 ადგილზე. ყველაზე მეტად დაავადების გავრცელება აღინიშნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. დაავადება გავრცელებულია 205 ქვეყანაში და ლაბორატორიულად დადასტურებულია მილიონ 100 ათასამდე შემთხვევა. აქედან კარგია, ის რომ 230 ათასამდე გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა იტალია, ესპენეთი, საფრანგეთი, ირანი და გაერთიანებული სამეფო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.