მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: სოფელ მუშევანში ყველაზე ცხელი წერტილი გვაქვს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1590832485
COVID-19

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კოვიდ-19-ზე მასობრივი ტესტირება ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან 574 ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია.

"ყველაზე ცხელი წერტილი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელი მუშევანი. სადაც კოვიდზე 55 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს არის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, დაახლოებით 700-მდე მაცხოვრებლით. 55 ადამიანი სამკურნალოდ გვყავდა გადაყვანილი, 60-მდე კარანტინში იყო. გუშინ მასობრივი ტესტირების აქცია მოეწყო სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ჩვენგან ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა იყო წასული, 1 ბრიგადა ადგილობრივი, ხალხიც ძალიან ორგანიზებული იყო. სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება, გუშინ ჩვენ შევძელით 574 ბიოლოგიური ნიმუშის აღება. მათ შორის ნახევარზე მეტი ღამე ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, 2 დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენების კვლევა დღეს კიდევ მიმდინარეობს", - აღნიშნა გამყრელიძემ.