მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას“ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი
1616849910
COVID-19

„გამოჩენილი ადამიანების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვაქცინის პოპულარიზაციას,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა. ამ პრაქტიკას მიმართა არაერთმა ქვეყანამ,“ - აღნიშნავს იგი.

ტიკარაძის თქმით, დღეს დარეგისტრირებული 100 მოხალისე, პოპულარული ადამიანი აიცრება კოვიდვაქცინით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი ჟურნალისტებს, რომელთაც ხალხი იცნობს, მოუწოდებს, მისცენ მაგალითი საზოგადოებას და მიიღონ მონაწილეობა ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔴 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 179 ადამიანი აიცრა

🔴 კოვიდვაქცინირებულთათვის რეგულაციების დაცვა კვლავ სავალდებულოა

🔴 „კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 11 000-მა მოქალაქემ გაიარა“ - ეკატერინე ტიკარაძე