მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - თამარ გაბუნიას განმარტება

სწავლა სასწავლო ოთახში
1626871070
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებასთან მიმართებით ოპტიმისტური პროგნოზი არსებობს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სკოლების პერსონალის ვაქცინაციის საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, სკოლასთან მიმართებით უფრო ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავაწყოთ გეგმა. მანამდე წინ მთელი აგვისტო გვაქვს და ეს დრო მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ სკოლის პერსონალის აცრისთვის, რათა ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო.

ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან, რათა გამოიკვეთოს მასწავლებლების ის ჯგუფები, რომლებსაც უკვე აქვთ ვაქცინაციის სურვილი. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ, რომ რაც შეიძლება ადვილად დარეგისტრირდნენ.

მათთვის კი, ვისაც არ სურს აცრა, მეტი საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა მალე მიიღონ გადაწყვეტილება და ხელი შეუწყონ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში დაბრუნებას უკვე სექტემბერში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,42%, ბოლო 14 დღის - 5,03%, ბოლო 7 დღის - 5,53%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ზაზა წერეთელი: „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 „სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია თუ სავალდებულო გახდება, ეს დანარჩენი მოსახლეობისთვის სტიმული იქნება“ - კულუმბეგოვი

👉 „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი