მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განავლის ანალიზი – კორონავირუსის სწრაფი ტესტის ალტერნატივა საქართველოსთვის

გადადგილების შეზღუდვა
1585745139
COVID-19

ჰაინსბერგში ბონის უნივერსიტეტის ვიროლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (Institut für Virologie. Institutsdirektor Prof. Dr. Nendrik Streeck), სადაც მეცნიერებმა ჰაერის, საკვების და კანალიზაციის სინჯები აიღეს კარანტინში მყოფი პაციენტების ბინებიდან, ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი დეტალები, კერძოდ ის, რომ ვირუსის კვალი არ დაფიქსირდა არც ჰაერში, არც საკვებში, რომელიც დაავადებულებს მაგიდაზე ეწყოთ, თუმცა დიდი რაოდენობით დაფიქსირდა უნიტაზიდან აღებულ წყლის სინჯში.

როგორც Pia.ge-ს რეპონდენტი, მაინცის უნივერსიტეტის სიციოლოგიის მაგისტრი ირინე დანელია ამბობს, პროფესორი კრისტიან დროსტენი, რომლის მიერ შემუშავებულ ტესტებს ამჟამად იყენებს გერმანია კორონავირუსის დასადგენად, სრულად დარწმუნებულია,        განავალის სინჯის გამოკვლევა დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე ვირუსის გამოვლენის საიმედო მეთოდია.

გერმანიაში ამ მეთოდზე გადასვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რადგანაც ქვეყნის ლაბორატორიები ამ ეტაპზე აქამდე არსებული მეთოდითაც უმკლავდებიან სამუშაოს. თუმცა, როგორც ირინე დანელია აღნიშნავს, ეს შეიძლება საინტერესო ალტერნატივა აღმოჩნდეს საქართველოსთვის.    

„საქართველო ამ ეტაპზე დიდი ძალისხმევის შედეგად ცდილობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბალია მზაობა, სრულად გაითვალისწინოს და შეასრულოს სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყველა მითითება და რეკომენდაცია. თუკი საქართველოში დაავადების გავრცელების ექსპონენციალური ზრდა დაიწყება, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ ხოლმე, მაშინ, სავარაუდოდ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გერმანიის ან სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემის მსგავსი შედეგების მიღწევას ვერ შეძლებს. ამისთვის ერთი ლაბორატორია ვერ იქნება საკმარისი. საიმედო სწრაფი ტესტები კი ამ ეტაპზე საერთაშორისო ბზარზე პრაქტიკულად ჯერ არ არსებობს. თუმცა გერმანიაში უკვე საუბრობენ ფირმა ბოშის მიერ შემუშავებულ ახალ სწრაფ ტესტზე, რომელის სანდოობის მაჩვენებელი საეჭვო არ იქნება და რომელიც სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე   შეიძლება საქართველოსთვის საინტერესო ალტერნატივას სწორედ განვალის ანალიზის  საფუძველზე  ჩატარებული ტესტირება წარმოადგენდეს, მით უმეტეს, რომ ასეთი ლაბორატორიები ინფექციური საავადმყოფოების ბაზაზე საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არსებობდა“. - აღნიშნავს ირინე დანელია.

ბოდოლ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 23 სრულად გამოჯანმრთელდა.