მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1617719463
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება.

გამყრელიძე დამატებითი შემზღუდავი ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

„საყურადღებოზე უფრო მეტია ანუ პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი.

პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

👉 „ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - გაბუნია

👉 თამარ გაბუნია: თუ ასე გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ