მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განისაზღვრება ან ახალი სტრატეგია ან მკურნალობა გაგრძელდება“ - როგორია ცერცვაძის მდგომარეობა

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1606205406
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას დინამიკაში აკვირდებიან.

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები და სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება ახალი სტრატეგია.

„სტაბილურად არის, დინამიკაში მიმდინარეობს დაკვირვება, რაიმე ისეთი ცვლილება არ არის, რაზეც ამ ეტაპზე შეიძლება საუბარი.

მომდევნო დღეებში ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება ან ახალი სტრატეგია ან იგივე მკურნალობა გაგრძელდება. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის, ინტერნეტის საშუალებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ასევე კოვიდსიტუაციას. არ არის ჩამორჩენილი მოვლენებს“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური გიორგი ბერიძე.

ინფორმაციისთვის, თენგიზ ცერცვაძეს 17 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

🔴 40 მლნ გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი გლობალური სტატისტიკა