COVID-19

გარდაბანში სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა

საკარანტინო რეჟიმი 2
10:36 24.07
დაკოპირებულია

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სოფელ ყარაჯალარი შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

„სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - აცხადებენ უწყებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...