მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბნის საკრებულოს წევრები ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავენ

ტარიელ ჯანხოთელი
1586101878
COVID-19

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომელიც 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვას გულისხმობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრებიც შეუერთდნენ.

ფონდში თანხას გადარიცხავენ: საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი, მისი მოადგილე - რაფი ორუჯოვი, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე - ზაზა ონიანი, საკრებულოს ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები: ზურაბ მჭედლიშვილი, მიხეილ გედეხაური, ლევან ნიჟრაძე, გიორგი გურულიშვილი და გენადი იორდანაშვილი, "ქართული ოცნების" ინიციატივას უერთდებიან და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

გარდა ამისა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობის კამპანიას საკრებულოს აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდებიან და ფონდში სამი თვის განმავლობაში, საკუთარი ხელფასის 5%-ს გადარიცხავენ.

“ჩვენი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასიდან გადავრიცხოთ გარკვეული თანხა. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა” - განცხადა ტარიელ ჯანხოთელმა.