COVID-19

გასაგებია, რომ ყველა დაუშვებელი ხერხებით გვებრძვით, მაგრამ რაღაც წითელი ხაზები თქვენთვისაც ხომ უნდა არსებობდეს? - ცერცვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს

ცერცვაძე ზურაბ
ჭიაბერაშვილის
განცხადებას ეხმაურება.
1627579619
დაკოპირებულია

„ბატონი ზურაბი დღემდე შედიოდა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ვიწრო წრეში, იმიტომ რომ ის იყო ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და პროგრესული პიროვნება. სწორედ ამიტომ ვცდილობდი რეაქცია არ მიმეცა მის პერიოდულ ყოვლად დაუმსახურებელ კრიტიკულ გამოხტომებზეც. მაგრამ დღეს მან ისეთი რამ იკადრა, რომ მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა პოსტი, სადაც სიტყვასიტყვით ამბობს: „მადლობა ვახო კალოიანს, ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ არაერთ პროფესიონალს, რომელიც არ შეშინდა და იბრძოლა იმისათვის, რომ „ტოცილიზუმაბი“ კოვიდის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გამხდარიყო და ის სახელმწიფოს დაეფინანსებინა“.

ბატონო ზურაბ, ბ-ნ ვახო კალოიანს, ბ-ნ ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ „არაერთ პროფესიონალს“ რომ უშიშარ მებრძოლებად აცხადებთ, რომელთა დამსახურებითაც თითქოს „ტოცილიზუმაბი“ COVID 19-ის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გახდა და ამიტომ სახელმწიფომ დააფინანსა სინდისი სულ არ გაწუხებთ?! პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროთ. ხომ იცით, რომ ამას სიმართლესთან ერთი პროცენტიც კი არა აქვს საერთო და სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ბარემ აივ/შიდსის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობაც ბატონ კალოიანს, ბატონ კულუმბეგოვს და მათ თანამოაზრეებს მიაწერეთ.

თქვენი განცხადება მით უფრო უპატიებელია, რომ ძალიან კარგად, შესანიშნავად იცით თუ რა როგორ იყო სინამდვილეში. ესე იგი შეგნებულად და გამიზნულად ტყუით პრინციპით: „თქვი დიდი ტყუილი, ხშირად გაიმეორე და ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მერე რა რომ ამას თქვენი რეპუტაცია შეეწირება.

მთელმა ქვეყანამ იცის, რომ „ტოცილიზუმაბს“ ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ. მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის.

2020 წლის ივნისში პირველმა არხმა 10 წუთიანი ვიდეო-ფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ ტოცილიზუმაბით 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID 19-ით პაციენტი. ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 10 კლინიკა იყენებდა. ასე მაგალითად მარტო ბოლო ორ თვეში ჩაფიძის გულის ცენტრმა 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID 19-ით ავადმყოფს უმკურნალა ტოცილიზუმაბით და მათგან 8 გადარჩა და ა.შ. ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები კი მხოლოდ გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით. და მხოლოდ მას შემდეგ რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ტოცილიზუმაბი სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია 180 გრადუსით შეცვალეს თავისი რიტორიკა და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ (შერცხვებოდათ თუ რა).

ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა რომ ჩვენს საექიმო ალღოს და გამოცდილებას არ გაემართლებინა და „ტოცილიზუმაბის“ ეფექტიანობა არ დადასტურებულიყო, ალბათ ჩაგვქოლავდნენ. ასე რომ ვინ იბრძოდა მართლა უშიშრად და ვისი დამსახურებაა ტოცილიზუმაბის საქართველოში დანერგვა ყველამ, მათ შორის თქვენც, ძალიან კარგად იცით.

რაც შეეხება პროტოკოლს, ტოცილიზუმაბი ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID 19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში (სად იყო ამ დროს ან კალოიანი ან კულუმბეგოვი ან სხვა) და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით.

ჩვენვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიის პირველივე თვეებიდან ვიზრუნეთ იმაზე, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობით ყოფილიყო, ხოლო ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენი და სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ტოცილიზუმაბის ფასი გაანახევრა. ბატონმა კალოიანმა სულ ცოტა ხნის წინ ისიც კი არ იცოდა, რომ ტოცილიზუმაბი საქართველოში საერთოდ მოიპოვება, თუ არა.

ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჯანდაცვის სამინისტრო ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. მას სწორედ ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრენი იგონებდნენ. ძირითადი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ანგაჟირებული ტელევიზიების, ბატონი კალოიანისა და მისი თანამოაზრე ჰეითერების გავლენით COVID - კლინიკების ნაწილი თავს იკავებდა ტოცილიზუმაბის (ისევე როგორც რემდესივირის) გამოყენებისგან, რითაც COVID-ით ავადმყოფები ზარალდებოდნენ და ამ კლინიკებთან სამინისტროს ხელმძღვანელობის და ჩვენი პირადი შეხვედრის შემდეგ დათანხმდნენ, რომ ტოცილიზუმაბისა და რემდესივირის ბოიკოტს შეწყვეტდნენ.

ასე რომ ბატონი კალოიანის, ბატონი კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი მხოლოდ თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია. და საერთოდ, ყველამ კარგად იცის, რომ ამ პიროვნებებს არათუ „ტოცილიზუმაბის“ დანერგვა, საერთოდ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც კი არ გაუკეთებიათ, ერთი ავადმყოფიც კი არ გადაურჩენიათ. გასაგებია, რომ ყველა დასაშვები და დაუშვებელი ხერხებით გვებრძვით, მაგრამ რაღაც წითელი ხაზები თქვენთვისაც ხომ უნდა არსებობდეს.

ბატონო ზურაბ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე თქვენი პიროვნების და საზოგადოებაში თქვენი წონის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, მოახდინოთ თქვენი განცხადების დეზავუირება, რითაც ნაწილობრივ მაინც აღიდგენთ იმ რეპუტაციას და ნდობას, რომელიც აქამდე გქონდათ, ამ ქვეყანაში ხომ უნდა იცხოვროთ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.