მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში 3 788 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1596141445
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 174,283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3,788 კი გარდაიცვალა.

ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსის 17,352,061 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 10,833,576 გამოჯანმრთელებულია, 673,354 გარდაცვლილი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით, პირველ ადგილზეა აშშ 4,613,251 დადასტურებული შემთხვევით, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც კოვიდის 2,566,765 შემთხვევაა გამოვლენილი. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. იქ კორონავირუსის 1,639,350 შემთხვევაა დადასტურებული. მეოთხე ადგილზეა რუსეთი 834,499 დადასტურებული შემთხვევით.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 935 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.