„COVID 19-ის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში, ჩვენ ყველას გვაქვს მონაწილეობა მიღებული“, - ამის შესახებ WHO-ს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი „ტვიტერში“ წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ წელს დღესასწაულებს ჩვეულებისამებრ ვერ აღვნიშნავთ, დაგეგმეთ თქვენს ოჯახთან ერთად როგორ აღნიშნავთ ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც უსაფრთხო იქნება“,- აცხადებს გებრეიესუსი.
ამასთან, გებრეიესუსი ადამიანებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ნათესავებს შეხვდით გარეთ და დაიცავით დისტანცია. ატარეთ პირბადე“,- აცხადებს გებრეიესუსი.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔰 Moderna: ჩვენი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია
🔰 ალექსანდრე გოგინავა: პირველ რიგში რისკ ჯგუფს აცრიან - ეს ვაქცინაციის წესია
🔰 ნანა გეგეჭკორი: გული არ დაგწყდეთ, ვისაც „რემდესივირზე“ ხელი არ მიგიწვდებათ