მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე
1599985812
COVID-19

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე კორონავირუსის სიმპტომებით ცხელების ცენტრში მოათავსეს - მან რესპუბლიკურ საავადმყოფოს გუშინ მიმართა.

"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ გედევან ფოფხაძის თანაგუნდელს ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუფიქსირდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა.