მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გელა ჩარკვიანი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

გელა ჩარკვიანი აიცრა
1616767381
COVID-19

მწერალმა და დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ გაიკეთა. ინფორმაციას გელა ჩარკვიანის შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს. 

„ერთია როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე, როცა წერ მის შესახებ. მესამე კი როცა გირჭობენ ნემს. 82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრაზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში, “ - წერს თეონა ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

საქართველოს უკვე ორი ვაქცინა აქვს, რომელთაგან აცრისთვის ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ ვაცქინა გამოიყენება, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 30 მარტიდან დაიწყება.